თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა საერთაშორისო სტუდენტური კონფერენციაში „SEU ISC S-2023“ მიიღეს მონაწილეობა

სულ ნახვები : 357
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა საერთაშორისო სტუდენტურ კონფერენციაზე სამი ნაშრომი წარადგინეს.

კონფერენციის მონაწილეებმა, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესის და სამართლის ფაკულტეტის, ბიზნეს ადმინისტრირების სპეციალობის მეორე კურსის სტუდენტების, ელენე ზაალიშვილის და მარიამ მარკოზაშვილის, უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, მაია ალადაშვილის ხელმძღვანელობით და ამავე სპეციალობის მაგისტრატურის პირველი კურსის სტუდენტის, ანა შიუკაშვილის, უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, მარიამ ზაქარიაშვილის ხელმძღვანელობით, სხვადასხვა თემაზე დაწერილი ნაშრომები მოისმინეს.

სტუდენტთა ნამუშევრები კონფერენციის მოხსენებათა კრებულში გამოქვეყნდება. კონფერენციის ყველა მონაწილეს შესაბამისი სერთიფიკატი გადაეცა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

რეგიონი ► Მეტის ნახვა