მნიშვნელოვან გამოწვევად იკვეთება ბავშვების მიმართ ძალადობის პრევენცია - სახალხო დამცველი

სულ ნახვები : 197
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

დღეისათვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად კვლავ იკვეთება ბავშვების მიმართ ძალადობის პრევენცია, ამის შესქახებ სახალხო დამცველის აპარატი აცხადებს, რითაც ბავშვთა დაცვის დღეს ეხმიანება.

ომბუდსმენის აპარატის განცხადებით,  ქვეყანაში კვლავ მრავალი გამოწვევა რჩება, ყველა ბავშვის უფლებების განუხრელად დაცვისა და რეალიზების კუთხით.

„დღეისათვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად კვლავ იკვეთება ბავშვების მიმართ ძალადობის პრევენცია, ძალადობის შესაძლო ფაქტების იდენტიფიცირება და აღნიშნულზე სათანადო რეაგირებაა. ამ მიმართულებით, აუცილებელია საზოგადოების, განსაკუთრებით, თავად ბავშვების ინფორმირება, როგორც ძალადობის ფორმების, ასევე დაცვისა და სარეაბილიტაციო მექანიზმების შესახებ.

კვლავაც ხაზგასასმელია, რომ ქვეყანაში მოქმედი პროგრამები არასაკმარისია სიღარიბეში მცხოვრები ბავშვიანი ოჯახების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, მათი გრძელვადიანი მხარდაჭერისა და სოციალური ფუნქციის ამაღლებისთვის, იმგვარად, რომ მათ შემდგომ დამოუკიდებელ ცხოვრებას მიაღწიონ. გამოწვევად რჩება ასევე, მხარდამჭერი პროფესიების სპეციალისტების სიმცირე და სარეაბილიტაციო სერვისებით ბავშვების უზრუნველყოფა.

ბავშვების უსაფრთხოებისა და საჭიროებების უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია, მათზე ორიენტირებული და სისტემური მიდგომის, კოორდინაციის გაძლიერება და შესაძლო დამატებითი მომსახურებების დანერგვა, მათ შორის, და განსაკუთრებით, სახელმწიფო ზრუნვაში მცხოვრები ბავშვებისთვის, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანებისთვის, ფსიქიკური ჯანმრთელობის  კუთხით  საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის“, - აცხადებს ომბუდსმენის აპარატი.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა