რუსეთის ქალაქ შებეკინოს მოსახლეობა ტოვებს - დაბომბვის შედეგად ათობით შენობა დაზიანდა

სულ ნახვები : 2,250
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

სამი ადმინისტრაციული შენობა და 16 საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა, წინასწარი ინფორმაციით, ბელგოროდის ოლქის ქალაქ შებეკინოს დღევანდელი დაბომბვისას, განუცხადა პროპაგანდსტულ რუსულ რია ნოვოსტს საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენელმა.

„წინასწარი მონაცემებით, შებეკინოში დაბომბვის შედეგად დაზიანდა სამი ადმინისტრაციული შენობა, მათ შორის რაიონული სასამართლო, ასევე 16 სხვადასხვა სიმაღლის საცხოვრებელი კორპუსი“, – განაცხადა წყარომ.

გარდა ამისა, წყაროს თქმით, დაზიანდა 19 მანქანა.

აღსანიშნავია, რომ ქალაქში განგაშია, მოსახლეობა სახლებს ტოვებს.

მანამდე, ხუთშაბათს დილიდან,

„რუსეთის თავისუფლების“ ლეგიონმა და რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა  განაცხადეს, რომ ბელგოროდში რეიდებს ატარებენ.

ლეგიონმა „რუსეთის თავისუფლებამ“ გაავრცელა ინფორმაცია, ბელგოროდის რაიონში თვითმავალი ნაღმტყორცნების ე.წ ტიტებისა და  კამაზის საბრძოლო მასალის განადგურების შესახებ.

რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა  განაცხადა, რომ მათ შეუტეს შებეკინოში შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობას, სადაც რუსეთის უშიშროების ძალები არიან განლაგებული.

ინფორმაცია დაშავებულთა და დაღუპულთა შესახებ ჯერ არ გავრცელებულა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა