ნოვაკ ჯოკოვიჩი კოსოვოზე აზრს არ იცვლის

სულ ნახვები : 303
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ნოვაკ ჯოკოვიჩი და სკანდალები ბოლო პერიოდში განუყოფელი გახდა. თითქმის ყველა დიდი სლემის ტურნირის წინ ან მიმდინარეობისას მუდმივად პრესის ყურადღების ქვეშ ხდება.

ბოლო როლან გაროსის ტურნირზე მოხდა, სადაც ნოლემ საკუთარი მოგება კამერებთან წარწერით აღნიშნა – კოსოვო სერბეთის გულია.

თავად ტურნირის ორგანიზატორებმა ჯოკოვიჩს ვერაფერი მოუხერხეს, რადგან წესდებაში მსგავს ფაქტებზე არაფერი წერია. სამაგიეროდ, ჯოკოვიჩის ამ სიტყვებს საფრანგეთის სპორტის მინისტრმა, ამელი უდეა-კასტერამ ძალიან პოლიტიკური და მიუღებელი უწოდა.

თავად ჯოკოვიჩს კი არავის აზრი აინტერესებს.

„ბევრი არ დამეთანხმება, მაგრამ ეს არის ის, რასაც ვფიქრობ. შემიძლია, გავიმეორო კიდეც, მაგრამ ამას არ გავაკეთებ. როგორც ჩანს, დიდი სლემის ტურნირი ჩემთვის დრამის გარეშე აღარ არსებობს“, – განაცხადა ჯოკოვიჩმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სპორტი ► Მეტის ნახვა