აშშ-ის ახალი დახმარების პაკეტი უკრაინისთვის Avenger-ს და Patriot-ის რაკეტებს შეიცავს

სულ ნახვები : 286
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინას 300 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოუყო. ამის შესახებ ინფორმაციას პენტაგონის ვებგვერდი ავრცელებს.

აღნიშნულია, რომ მასში შედის  დამატებითი საბრძოლო მასალა Patriot კომპლექსებისთვის და HIMARS მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებისთვის, ასევე, Stinger MANPADS და Avenger-ის  საჰაერო თავდაცვის სისტემები, რაკეტები სარადარო ხელმძღვანელობით AIM-7 Sparrow საჰაერო თავდაცვისთვის.

ასევე იარაღის ჩამონათვალშია 105 მმ-იანი სატანკო საბრძოლო მასალა, 155 მმ და 105 მმ კალიბრის საარტილერიო ჭურვები, თვითმფრინავების საბრძოლო მასალა და ა.შ

დახმარება უკრაინას უახლოეს მომავალში მიეწოდება.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა