მიქაუტაძეს მსურველები მოუმრავლდნენ, მეცი ქართველი ფეხბურთელის ფასს ზრდის

სულ ნახვები : 194
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ქართველ თავდამსხმელ გიორგი მიქაუტაძეზე „ტაციაობაა“. ფრანგული მეცის შემტევის ხილვა საკუთარ რიგებში რამდენიმე გუნდს სურს.

მსურველი მართლაც ბევრია. ყველაზე აქტიურად პრემიერლიგაში აღზევებულ ბარნლიზე იწერება. ინგლისურ გუნდს მოჰყვება იტალიური მილანი. თუმცა, ფრანგული მედია წერს, რომ გერმანული ბუნდესლიგის გუნდებიც გააქტიურდნენ.

ბოლო კიდევ გამოჩნდა რამდენი ვარიანტი: ფრანგული ლიონი და ინგლისური ვულვზი.

„ლიონი მიქაუტაძეს რამდენიმე თვეა აკვირდება. ერთია, მეცისთვის შეთავაზებით ჯერ არ მიუმართავს. ლიონელებს რაც აშინებთ ის თანხაა, რომელსაც მეცი ითხოვს. ბოლო მონაცემებით, ფრანგული კლუბი მიქაუტაძის ფასს ზრდის და 20 მილიონ ევროზე ნაკლებად არ დათმობს. არადა, ლიონში ქართველი ფეხბურთელის წარსულს ძალიან აფასებენ. ის სწორედ ლიონშია დაბადებული, ამ კლუბის აღზრდილია და ახალგაზრდულ დონეზე მათ ღირსებასაც იცავდა“, – წერს ფრანგული მედია. 

შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძემ ლიგა 2-ში ჩატარებულ 36 მატჩში 23 გოლი და 8 საგოლე პასი მიითვალა და ლიგის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს.

ლიგა 2-ის სეზონის დასრულებამდე 1 ტურია დარჩენილი. გიორგი მიქაუტაძის მეცი 69 ქულით მეორე ადგილზეა და თუ ბოლო შეხვედრასაც მოიგებს, ლიგა 1-ის საგზურს მოიპოვებს

შეგახსენებთ იმასაც, რომ მიქაუტაძე საქართველოს ნაკრების ღირსებას 2021 წლიდან იცავს და 14 მატჩში 3 გოლი გაიტანა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სპორტი ► Მეტის ნახვა