„ყველამ იცის, რომ ივანიშვილის კარის კლოუნია და შესაბამისი დამოკიდებულება აქვთ“ - საბა ბუაძე ღარიბაშვილზე

სულ ნახვები : 326
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საერთაშორისო  ასპარეზზე ყველამ კარგად იცის, რომ ღარიბაშვილი არის ივანიშვილის კარის კლოუნი და შესაბამისი  დამოკიდებულება აქვთ მასზე - ამის  შესახებ Cnews-ს „ლელოს“ წევრმა საბა ბუაძემ მოლდოვის სამიტზე განვითარებული მოვლენების კომენტირებისას განუცხადა.  

მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტის ზელენსკის განცხადებაში საქართველოს ბელორუსთან კონტექსტში მოხსენიება  დემონსტრირებაა იმის, თუ როგორც აქცევს  ხელისუფლება ქვეყანას იზოლაციაში.

„ეს არის დემონსტრირება იმისა, თუ როგორ გვიფუჭებს ეს ხელისუფლება  ურთიერთობას პარტნიორებთან და გვაქცევენ საერთაშორისო იზოლაციაში.  ეს პირველ რიგში,  ჩვენს ქვეყანას და ჩვენი ქვეყნის  ინტერესს დააზიანებს. ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს ჰყავდეს მოკავშირეები  რუსეთის  წინააღმდეგ,  რომელთა საშუალებითაც ჩვენ იქიდან მომდინარე საფრთხეებს შევებრძოლებით, ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელმაც მოგვწყვიტა ჩვენი პარტნიორებისგან და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას სისტემატურად უთხრის ძირს“, - განუცხადა  Cnews-ს საბა ბუაძემ.

რაც შეეხება იმ ფაქტი, რომ  მოლდოვის საერთაშორისო სამიტზე ზელენსკი და ღარიბაშვილი ერთმანეთს არც კი მიესალმნენ, საბა ბუაძე აცხადებს, რომ ეს მოსალოდნელი იყო.

„მიუხედავად იმისა, ადგილობრივი პროპაგანდა   ცდილობს  ირაკლი ღარიბაშვილი შეფუთოს როგორც წარმატებული  პრემიერი,   საერთაშორისო  ასპარეზზე ყველამ კარგად იცის,  რომ ეს არის ივანიშვილის კარის კლოუნი და შესაბამისი  დამოკიდებულება  აქვთ მასზე“, - განუცხადა  Cnews-ს ბუაძემ.

მისი თქმით, არ ელოდება პრემიერის რიტორიკა შეიცვლება და ის ქვეყნის სასარგებლო განცხადებებს გააკეთებს.

„ამ ხელისუფლების ხაზია,  რომ საქართველო მოწყვიტოს დასავლეთს, შესაბამისად, ეს რიტორიკაც გაგრძელდება  და ქმედებებიც გაუარესდება არჩევნების მოახლოებასთან ერთად“, - განუცხადა Cnews-ს საბა ბუაძემ.

ცნობისთვის, მოლდოვაში გამართულ სამიტზე  უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველო ბელარუსთან კონტექსტში  ახსენა, და აღნიშნა, რომ  „ეს ქვეყნები სხვადასხვა გზით უკანონობაში ჩაითრიეს “.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა