ერთგვარი შურისძიება - ირაკლი ქადაგიშვილი ზელენსკის განცხადებაზე

სულ ნახვები : 187
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ეს არის გამიზნულად გაკეთებული განცხადება, ერთგვარი შურისძიება, რომ დაზიანდეს საქართველოს რეპუტაცია, როდესაც კანდიდატის სტატუსის მონიჭების დრო ახლოვდება“ - ასე აფასებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელი ირაკლი ქადაგიშვილი, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას, საქართველოსთან დაკავშირებით, რომელიც მან დღეს, 1 ივნისს მოლდოვაში გააკეთა.

ქადაგიშვილის თქმით, ზელენსკიმ ულტიმატუმი წაუყენა ევროპულ მხარეს, რომ საქართველო დაადასტუროს.

„ის ერთგვარ ულტიმატუმს უყენებს დასავლეთს, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მიუღებელი იქნებოდა მისთვის.

ეს არის და ეს მიზანი აქვს ამ განცხადებას, ან ის რომ საქართველო უარი თქვას თავის პოლიტიკურ პოზიციაზე და წავიდეს ესკალაციის გზით რუსეთის ხელისუფლებასთან“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა