ქუთაისის აეროპორტმა, შესაძლოა, სტამბოლის აეროპორტი ჩაანაცვლოს?

სულ ნახვები : 479
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ქუთაისი აეროპორტი შესაძლოა, ნამდვილი ჰაბი გახდეს რუსეთის მოქალაქეებისთვის, - ამის შესახებ "ფორბსის" რუსულენოვანი რედაქცია წერს.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ქუთაისის აეროპორტმა,  საიდანაც  არის დაბალბიუჯეტიანი ფრენები,  შესაძლოა,  რუსი ტურისტებისთვის ევროპის მიმართულებით ფრენებისთვის სტამბოლის აეროპორტი ჩაანაცვლოს. 

როგორც ცნობილია, მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვის მიმართულებით  რუსული  ავიაკომპანია, "რედ ვიგსი" იწყებს ფრენებს.  რეისების შესრულებაზე საქართველოს ხელისუფლებამ  მას ნებართვა უკვე მისცა.

რუსული "რედ ვინგსი" ,  ისევე როგორც „ ვიზეარი“ დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიაა.  თუმცა მოსალოდნეწლია, რომ გაზრდილმა  მოთხოვნამ, ქუთაისიდან ევროპაში გამგზავრების ფასები გააძვიროს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა