კატეგორიულად არ ვეთანხმები იმ აზრის დამკვიდრებას, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და მთავრობა არაფერ შუაშია, ეს კონტრპროდუქტიულია - ქადაგიშვილი

სულ ნახვები : 265
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

კატეგორიულად არ ვეთანხმები იმ აზრის დამკვიდრებას, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, მაგრამ აქ მთავრობა არაფერ შუაშია და პირიქით, მთავრობა შეიძლება წინააღმდეგიც იყოს, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამ აზრის დამკვიდრება კონტრპროდუქტიულია.

„მთავრობა არაფერ შუაშია, კანდიდატის სტატუსი ხალხს ეკუთვნისო. რა თქმა უნდა, ხალხს ეკუთვნის და ამაში ორი აზრი არ არის, მაგრამ საქართველო შარშანაც იყო ლიდერი ორივე ქვეყანასთან მიმართებით და ეს არის უტყუარი ფაქტი, რაც თავად ევროკომისიამ აღიარა. ვისურვებდი, ყველა გზავნილში, პრეზიდენტი იქნება თუ სხვა, უფრო კონსოლიდირებული იყვნენ საქართველოს ხელისუფლებასთან და ხალხთან“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა