ევროპელი კოლეგებისგან, ვისაც ვესაუბრე, მივიღე დაპირება, რომ ჩვენი საკითხის განხილვისას მხარს დაგვიჭერენ - ირაკლი ღარიბაშვილი

სულ ნახვები : 340
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ჩვენი ევროპელი კოლეგებისგან, მეგობრებისგან, ვისაც ვესაუბრე, ყველასგან მივიღე სიტყვიერი დაპირება, რომ ისინი მხარს დაგვიჭერენ, როცა იქნება ჩვენი საკითხის განხილვა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მოლდოვაში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ისინი აღიარებენ პროგრესს, რომელსაც საქართველომ მიაღწია.

„კარგად ესმით, რომ ჩვენი ქვეყანა ძალიან რთულ მდგომარეობაშია და მიმაჩნია, რომ ძალიან რთული იქნება სხვა აზრის გამარჯვება, იმდენად კარგად ესმით ეს რეალობა“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა მოლდოვაში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მეორე სამიტში მიიღო მონაწილეობა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა