ზელენსკის განცხადებაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, ეს ქვეყანა ომშია - ირაკლი ღარიბაშვილი

სულ ნახვები : 382
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ზელენსკის განცხადებაზე მე კომენტარს ვერ გავაკეთებ, ეს ქვეყანა ომშია, თვითონაც ომშია და არ მინდა, რომ გარკვეული სპეკულირების საფუძველი მივცე სხვა ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნე ადამიანებს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, ზელენსკისა და გარკვეული ქართველი ოპოზიციონერების განცხადებები თანხვედრაშია.

„ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა პრეზიდენტი ზელენსკი დაესწრო ამ შეხვედრას. ძალიან განვიცდი იმის გამო, რაც ხდება უკრაინაში, ყოველდღე ნადგურდება ქალაქები, ინფრასტრუქტურა და ა.შ. ბავშვები, ქალები, მოხუცები ყველა ზარალდებიან ამ ბრუტალური, სასტიკი ომით. მინდა, ომში მყოფ ქვეყანას ვუსურვო მშვიდობა, ამ ომის მალე დასრულება და ქვეყნის გამთლიანება. რაც შეეხება ზელენსკის განცხადებას, მე კომენტარს ვერ გავაკეთებ, ეს ქვეყანა ომშია, თვითონაც ომშია და არ მინდა, რომ გარკვეული სპეკულირების საფუძველი და საშუალება მივცე ჩვენი ქვეყნის სხვა არაკეთილმოსურნე ადამიანებს. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ზელენსკის და მისი მთავრობის განცხადებები სრულ თანხვედრაშია ჩვენი ქვეყნის შიგნით მოქმედ მტრულ ძალებთან. ვგულისხმობ დესტრუქციულ ოპოზიციას, რომელიც არაფერს აკეთებს, თუნდაც ევროინტეგრაციის გზაზე, რომ მიიღოს ჩვენმა ქვეყანამ სტატუსი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა