რევანში ინგლისთან – უმცროსმა ბორჯღალოსნებმა გრანდი დაამარცხეს

სულ ნახვები : 371
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველოს 20-წლამდელ მორაგბეთა ნაკრებმა ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ მეორე მატჩი ჩაატარა, 40:38 გაიმარჯვა და 4 დღის წინ წაგებული თამაშისთვის რევანში აიღო.

ინგლისელებმა პირველი ლელო მე-5 წამზე დადეს, ხოლო მე-5 წუთზე უკვე ორი ლელოთი იგებდნენ.

ქართველმა მორაგბეებმა თამაში მალევე გამოასწორეს. შედეგად, ხუროშვილისა და ხუციშვილის ლელოებით ანგარიში გაათანაბრეს.

27-ე წუთისთვის ქართველები კაცნაკლულნი დარჩნენ – ნიკა ამაშუკელმა 10 წუთით თორნიკე კახოიძე გაასინბინა. რიცხვობრივი უპირატესობა ინგლისელებმა კარგად გამოიყენეს და ორი გარდაუსახავი ლელო მიითვალეს, რასაც ტაიმის ბოლო ნიკა ლომიძემ უპასუხა და საქართველოს ნაკრებმა ტაიმი 21:24 წააგო.

მეორე ტაიმი ლუკა კოტირაშვილის ლელოთი დაიწყო და ქართველები დააწინაურდნენ – 28:24. ამის შემდეგ იყო ანდრო დვალის წყვილი ლელო და ინგლისელთა პასუხი – 5 წუთით ადრე ლადო კილასონიას გუნდი 40:31 დაწინაურდა.

ჩვენები პირველ თამაშის ბოლოსაც უგებდნენ ინგლისელებს, მაგრამ დასკვნით 5 წუთში ორი ლელო მიიღეს. ამჯერად ინგლისმა მხოლოდ ერთი გაიტანა და საქართველომ 40:38 იმარჯვა.

უმცროსი ბორჯღალოსნები 5 ივნისიდან დასკვნითი შეკრებაზე შევლენ, შემდეგ სამწვრთნელო შტაბი მსოფლო თასისთვის საბოლოო შემადგენლობას დაასახელებს, ხოლო 13 ივნისს სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრება.

მორაგბეთა მსოფლიო თასი 24 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გაიმართება. საქართველოს ნაკრებთან ერთად ჯგუფში სამხრეთ აფრიკის, არგენტინისა და იტალიის ნაკრებებიც ითამაშებენ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სპორტი ► Მეტის ნახვა