ყველა რესურსის გამოყენება ხდება, რათა განხორციელდეს ჩვენი ქვეყნის ისტორიული არჩევანი, რომ საქართველო დაუბრუნდეს თავის ევროპულ ოჯახს - დავით მათიკაშვილი

სულ ნახვები : 197
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველოს კანდიდატის სტატუსი ეკუთვნის არა მხოლოდ ისტორიული არჩევანის, ქართველი ხალხის სურვილის გამო, არამედ პროგრესის, გადადგმული ნაბიჯებისთვის, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, ჯერი ახლა ევროპელ კოლეგებზეა.

„ყველა ტრიბუნის, ყველა რესურსისა და ფორუმის გამოყენება ხდება, რათა განხორციელდეს ჩვენი ქვეყნის ისტორიული არჩევანი, ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომ საქართველო დაუბრუნდეს თავის ევროპულ ოჯახს და საქართველომ სრულიად სამართლიანად მიიღოს სტატუსი, რომელიც ეკუთვნის. სტატუსი ეკუთვნის არა მხოლოდ ისტორიული არჩევანის, არა მხოლოდ ქართველი ხალხის სურვილის გამო, არამედ იმ პროგრესის, გადადგმული ნაბიჯებისთვის, რომელიც 12-პუნქტიანი გეგმის მიღმაც, ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშიც ძალიან მკაფიოდ იყო ასახული. სამეულში – საქართველო, მოლდოვა, უკრაინა, ევროკომისიის შეფასებით, საქართველო პირველ ადგილს იკავებდა ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულების კუთხით. საქართველო იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს. ამას არა მხოლოდ კერძო საუბრებში, არამედ ოფიციალურ განცხადებებშიც გარკვეულწილად აღიარებენ ევროპელი კოლეგები. ჯერი ახლა ნამდვილად მათზეა“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა