ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკის მიუხედავად, ჯერჯერობით, საქართველო ბელარუსი არ არის, მაგრამ ტრაექტორია ამ რეჟიმს სწორედ მაგ მიმართულებით აქვს - გიგა ბოკერია

სულ ნახვები : 175
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკის მიუხედავად, ჯერჯერობით, საქართველო ბელარუსი არ არის, მაგრამ ტრაექტორია ამ რეჟიმს სწორედ მაგ მიმართულებით აქვს - განაცხადა ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ. 

"ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკის მიუხედავად, ჯერჯერობით, საქართველო ბელარუსი არ არის, მაგრამ ტრაექტორია ამ რეჟიმს სწორედ მაგ მიმართულებით აქვს. საქართველოს მოქალაქეებისთვის აღმაშფოთებელი ის კი არ უნდა იყოს, ზუსტი შეფასება და პარალელი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტმა თუ არა, არამედ ის, რომ რაზეც ზელენსკიმ ილაპარაკა, რომ NATO-ში გაწევრიანება უნდა მოხდეს უკრაინის, საქართველოს, მოლდოვის, იმიტომ რომ NATO-ს გაფართოებას ალტერნატივა არ აქვს ევროპის უსაფრთხოების თვალსაზრისით, ამაზე ჩვენივე მთავრობა ხმას არ იღებს" - თქვა გიგა ბოკერიამ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა