„გელათში მძიმე მდგომარეობაა“ - ფრესკების დაზიანებებს იტალიელი სპეციალისტები სწავლობენ

სულ ნახვები : 213
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

გელათის სამონასტრო კომპლექსში იტალიელი სპეციალისტები იმყოფებიან. ისინი საპატრიარქოს წარმომადგენლებთან ერთად ტაძარში  არსებულ მდგომარეობას სწავლობენ, რის შემდეგაც სამუშაოების დაგეგმვა დაიწყება.

მამა კირიონის თქმით,  ტაძარში მძიმე მდგომარეობაა, რისი ნაწილობრივი  გამოსწორების იმედიც ევროპელი სპეციალისტების ჩართულობით აქვთ.

„ჩვენი მიდგომაა, იყოს უმაღლესი ევროპული გამოცდილება და გელათი ამას იმსახურებს. ეს ადამიანები არ მუშაობენ ფურცლებიდან, ამათთვის მთავარია, ადგილზე გაცნობა, ამიტომ ახლა აქ იმყოფებიან. დღეს ხდება გაცნობა, გადაეცემათ ნახაზები და ამის მიხედვით დაწერენ დასკვნას. ამ ეტაპზე ძეგლში წყლის ჩადინება შეჩერებულია. რაც შეეხება პროექტს, ძეგლი უნდა მოექცეს ერთიან გადახურვაში, მოშორდება დუღაბი რაც აქვს, დაიწყება შრობა.

მდგომარეობა არის მძიმე. დაზიანებულია ფრესკის ნაწილები .  ისე არაა, რომ ყველაფერი მორჩება იდეალურად, რაღაც იქნება, მაგრამ გადავლახავთ, ჩვენ მოგვყავს ყველაზე მაღალი დონის სპეციალისტები", - განაცხადა მამა კირიონმა.

გელათის სამონასტრო კომპლექსზე პასუხისმგებლობა  კულტურის სამინისტრომ საპატრიარქოს  რამდენიმე თვის წინ გადააბარა. დაგეგმილი პროცესების შესახებ  პრეზენტაცია პატრიარქის მოსაყდრე შიომ გამართა, ღონისძიებას ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა
კულტურა ► შოუბიზნესი ► Მეტის ნახვა