ქართველმა კაცმა 6 წლის ქალიშვილის თვალწინ, გერმანიის ლტოლვილთა თავშესაფარში უკრაინელი ცოლი მოკლა

სულ ნახვები : 969
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

22 ოქტომბერს დაახლოებით 11:30 საათზე ქართველმა ედიშერ ჯ.-მ (51) ალტ-ჰოჰენშონჰაუზენში ლტოლვილთა თავშესაფარში  თავისი უკრაინელი მეუღლე (44 წლის) ოლენა მოკლა. მან ქალს  IKEA -ს სამზარეულოს დანით გულში დაარტყა. 

შემთხვევას შეესწრნენ  წყვილის საერთო  6 წლის ქალიშვილი და ოლენას  18 წლის შვილიც.

ქართველმა მკვლელიბა აღიარა, თუმცა, ის ამტკიცებს, რომ ამის შესახებ არაფერი ახსოვს, რადგან „თვალებში დაუბნელდა“.

ბერლინის რაიონულმა სასამართლომ ქართველ მამაკაცს  განზრახ მკვლელობისთვის, მინიმალური სასჯელი ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ოლენა  რუსეთის შეჭრის  შემდეგ ქალიშვილებთან ერთად ხარკოვიდან ბერლინში გაიცა.

ედიშერ ჯ. მათ  საქართველოდან, შეუერთდა, სადაც ის მამის დაკრძალვაზე იმყოფებოდა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა