ხვიჩა კვარაცხელია: თანაგუნდელების გარეშე ამ პრიზს ვერ მოვიგებდი

სულ ნახვები : 195
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ნაპოლიმ ისტორიაში მესამე სკუდეტო მოიგო. სეზონის ბოლო მატჩში სამპდორიასთან 2:0 გამარჯვების შემდეგ, დიეგო მარადონას სახელობის სტადიონზე ნაპოლის იტალიის ჩემპიონის თასი საზეიმოდ გადასცეს.

კვარაცხელიას კი, სერია A-ს მიერ 2022-23 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი ჩაიბარა. ჩვენებურმა ამ პრიზისა და ნაპოლის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„პირველ რიგში მინდა ჩემს თანაგუნდელებს მადლობა გადავუხადო. ღრმად მწამს, რომ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს მარტო მე არ ვიმსახურებ. თანაგუნდელების გარეშე ამ პრიზს ვერ მოვიგებდი. მათი დახმარებით საკუთარ თავში დარწმუნებული ვიყავი და უკეთ ვთამაშობდი.

სეზონის საუკეთესო ეპიზოდი? ბევრი დაუვიწყარი რამ მოხდა უდინეში, სადაც სკუდეტო მოვიპოვეთ. მწამს, ეს მომავალი წარმატებებისკენ მიმავალ გზაზე პირველი ნაბიჯი იყო.

ჩემს მხარდასაჭერად ბევრი ქართველი ჩამოდიოდა? მათ მხოლოდ მე კი არ ვუყვარვარ, ნეაპოლი შეუყვარდათ. მინდა ყველას დიდი მადლობა გადავუხადო.

ვგრძნობ თუ არა თავს ლიდერად? ამ გუნდს ბევრი ლიდერი ჰყავს, ოსიმენიდან დი ლორენცომდე.

მომავალს იმედით ვუყურებ. მე მიყვარს ნეაპოლი“, – თქვა კვარაცხელიამ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სპორტი ► Მეტის ნახვა