კიდევ ერთი რუსული წყვილი საქართველოს სახელით იასპარეზებს

სულ ნახვები : 166
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

რუსული მედიის ცნობით, მათი ფიგურული სტილით მოციგურავეები – დიანა დევისი და გლებ სმოლკინი ნაკრების კანდიდატთა სიაში ვერ მოხვდნენ. თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ რუს სპორტსმენებს საერთაშორისო სარბიელზე გასვლის უფლება არ აქვთ. მიზეზი ყველასთვის ცნობილია...

ის, რომ წყვილი ქვეყანას შეიცვლიდა, ადრეც იყო საუბარი. მათთან კონტაქტზე აშშ-ს, ისრაელისა და საქართველოს წარმომადგენლები გავიდნენ. ჩვენი ინფორმაციით, წყვილმა არჩევანი საქართველოზე გააკეთა.

დიანა დევისი რუსეთის დამსახურებული მწვრთნელის, ეთერ თუთბერიძის ქალიშვილია.

წყვილი ამერიკაში ვარჯიშობს და რუსეთის ფარგლებში წელს არცერთ ტურნირში მონაწილეობა არ მიუღიათ.

ბოლო მათი ტურნირი 2022 წლით თარიღდება და ეს პეკინის ოლიმპიადა, სადაც მე-14 ადგილი დაიკავეს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები