ბაზარზე, ნედლი ნავთობის ფასი ერთკვირიან შუალედში 8%-ით გაძვირდა

სულ ნახვები : 163
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საუდის არაბეთი ნავთობის  წარმოებას დღეში 1 მილიონი ბარელით ამცირებს. გადაწყვეტილების მიზანი შემცირებული ფასების გაზრდაა.

წარმოების შემცირების დაანონსებამ ნედლი ნავთობის ბაზარზე მცირედი გავლენა მაშინვე იქონია, ფასებმა ზრდა დაიწყო და ერთი დღის განმავლობაში, ნედლეული, დაახლოებით, 1%-ით გაძვირდა. დღევანდელი მონაცემებით, ერთი ბარელი Brent-ის ნედლი ნავთობი 78 დოლარი ღირს, ტეხასური WTI-ის ღირებულება  ბარელზე 74 დოლარის ფარგლებშია.

ბოლო პერიოდში ნავთობის ფასმა დაღმასვლა განიცადა, Brent-ი 72 დოლარს, WTI-ი კი 70-დოლარიან ფსიქოლოგიურ ნიშნულს ჩამოსცდა და 68 დოლარამდე შემცირდა, რაც აშშ-ს სესხის ჭერზე შეთანხმების გაჭიანურებამ და ფინანსურ ბაზრებზე შესაძლო კოლაფსის რისკმა განაპირობა.

აღსანიშნავია, რომ  რესპუბლიკელებმა და დემოკრატებმა ეროვნული სესხის ლიმიტის გაზრდაზე საბოლოო შეთანხმებას უკვე მიაღწიეს, რაც ქვეყანას ეკონომიკურ კატასტროფას - დეფოლტს 2 წლით აარიდებს თავიდან. მას შემდეგ ნავთობის ფასი ზრდის გზას დაადგა და ერთკვირიან შუალედში, დაახლოებით, 8%-ითაა გაძვირებული.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

ეკონომიკა ► ბიზნესი ► Მეტის ნახვა