ბათუმი ჩემპიონთა მატჩის მოლოდინშია

სულ ნახვები : 189
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

5 ივნისს, ბათუმში, ჭადრაკის მსოფლიო საერთაშორისო ფედერაციის (FIDE) და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, ჩემპიონთა მატჩი გაიმართება.

ერთმანეთს საქართველოსა და უკრაინის ეროვნული გუნდების წევრები, მსოფლიოს ტოპ-მოჭადრაკეები – მერი არაბიძე, ნინო ბაციაშვილი (საქართველო), ანა მუზიჩუკი და მარია მუზიჩუკი (უკრაინა) დაუპირისპირდებიან.

ასპარეზობა 7 დღეს გაგრძელდება. თამაშები გაიმართება: 5,6,7,9,10,11 ივნისს, 8 ივნისს მონაწილეები დაისვენებენ.

მერი არაბიძე

ევროპის მოქმედი ჩემპიონი ქალთა შორის;

მსოფლიოს 2015 წლის გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებული საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში;

საჭადრაკო ოლიმპიადების მრავალგზის პრიზიორი საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში;

ევროპის და მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის პრიზიორი საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში;

ახალგაზრდული მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატების მრავალგზის გამარჯვებული;

ნინო ბაციაშვილი

მსოფლიოს 2015 წლის გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებული საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში;

ევროპის ჩემპიონატის მრავალგზის პრიზიორი ქალთა შორის;

საჭადრაკო ოლიმპიადების მრავალგზის პრიზიორი საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში;

ევროპის და მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის პრიზიორი საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში;

პირველი ქალი მოჭადრაკე რომელმაც სატურნირო პარტია ყაიმით დაასრულა მოქმედ მსოფლიო ჩემპიონ, მაგნუს კარლსენთან;

მარია მუზიჩუკი

2016 წლის მსოფლიოს ჩემპიონი ქალთა შორის;

მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებული უკრაინის ნაკრების შემადგენლობაში;

საჭადრაკო ოლიმპიადის პრიზიორი უკრაინის ნაკრების შემადგენლობაში;

ევროპის და მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის პრიზიორი უკრაინის ნაკრების შემადგენლობაში;

ანა მუზიჩუკი

მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი ქალთა შორის სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში;

საჭადრაკო ოლიმპიადის პრიზიორი უკრაინის ნაკრების შემადგენლობაში;

მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებული უკრაინის ნაკრების შემადგენლობაში;

ევროპის და მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის პრიზიორი უკრაინის ნაკრების შემადგენლობაში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები