თეთრი ფურცლების საქმეზე დაკავებული პირები სავარაუდოდ იზოლატორში სცემეს

სულ ნახვები : 681
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ერთ-ერთი იყო შედარებით პატარა 19 წლის, რომელსაც ეწერა მაისურზე წარწერები და აკრიტიკებს მილიციას და არა პოლიციას, ასევე აკრიტიკებდა ღარიბაშვილს“ - თეთრი ფურცლების საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი პირი, სავარაუდოდ პოლიციამ წინასწარი დაკავების იზოლატორში ყოფნისას სცემა. 

ამის შესახებ „ტვ პირველთან“ საუბრისას, ამავე აქციაზე დაკავებული პირი საუბრობს.

„შევეცადეთ მისი დამშვიდება, ძალიან ნერვიულობდა ის დაკავების შემდგომ და მახსოვს, როგორც კი კამერებს და ჩვენ  მოგვშორდა, მას საეჭვოდ მიუახლოვდა პოლიციელი, ძალიან უცნაურად და როდესაც დაბრუნდა თქვა, რომ ამ პოლიციელს აღარ გამატანოთ მან ჩემზე იძალადა, ჩამარტყაო“, - განაცხადა ერთმა აქციის მონაწილემ. 

ცნობისთვის, ნაცემი აქციის მონაწილეების შესახებ სავარაუდოდ ინფორმაციას ფლობს სახალხო დამცველის აპარატიც.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა