ნუ გვაიძულებენ, ისევ დავბრუნდეთ იქ, სადაც 19 დღე ვიყავით - ქეთი ბეგიაშვილი

სულ ნახვები : 366
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებისთვის ჯერ კიდევ გაურკვეველია, როდის დაასრულებს ჯანდაცვის სამინისტრო პროტოკოლზე მუშაობას და რა ასაკიდან შეძლებენ ბავშვები მედიკამენტით მკურნალობას.

მშობლები აცხადებენ, რომ სხდომაზე ჰქონდათ მთელი რიგი შენიშვნები პროტოკოლთან დაკავშირებით. კერძოდ, პროტოკოლში მითითებულია, რომ ბავშვები მკურნალობას 5 წლიდან შეძლებენ, რამაც მშობლების უკმაყოფილება გამოიწვია. მათ კვლავ არ აქვთ ინფორმაცია მედიკამენტის მწარმოებელ კომპანიასთან კომუნიკაციაზე, რაზეც ჯანდაცვა მიზეზად გაუთქმელობის პირობას ასახელებს.

აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვის მშობელი, ქეთი ბეგიაშვილი აცხადებს, რომ მშობლებს აქვთ გონივრული ეჭვი, შიში, რომ ხდება დროს  " ხელოვნურად გაწელვა და როგორც ერთხელ მინისტრმა თქვა, რომ ბავშვებს სამკურნალო პროგრამაში 2024 წლიდან ჩასვამდნენ, ამის განხორციელებას გეგმავენ".

"გასახარი ნამდვილად არაფერი არ გვაქვს, რადგან ბოლო საბჭოზე, ჩვენ ველოდით და იმედი გვქონდა, რომ გვექნებოდა საბოლოოდ დასრულებული პროტოკოლი, მაგრამ სამწუხაროდ იყო რიგი შეცდომები, შენიშვნები, ჩვენი უკმაყოფილება გამოიწვია ასაკობრივმა ზღვარმა, რომელიც მითითებული იყო 5 წლიდან. ევროკავშირის ქვეყნებში როგორც იცით, არის 2 წლიდან მკურნალობა და ამერიკამაც უკვე დაწია ეს ზღვარი. ასევე ძალიან ვნერვიულობთ იმაზე, რომ უკვე ერთი  თვე გავიდა, რაც მოლაპარაკებებზე გადავინაცვლეთ, აბსოლუტურად არანაირი საიმედო ინფორმაცია მომწოდებელ კომპანიასთან დაკავშირებით, თუ რა ეტაპზეა სახელმწიფო, არანაირი ინფორმაცია ჩვენამდე არ მოდის. შიში გვაქვს მშობლებს, რომ ხდება დროის ხელოვნურად გაწელვა და ზუსტად, როგორც გვითხრა მინისტრმა, რომ 2024 წლიდან ჩასვამდნენ ბავშვებს მკურნალობაში, ზუსტად ამის განხორციელებას გეგმავენ. ამას არცერთი მშობელი არ შევეგუებით, ჩვენს შვილებს ყოველ დღეს უკარგავენ“.

მშობლებს აინტერესებთ, უშუალოდ როდის იქნება ამ ბავშვებისთვისწამალი, რომ დამთავრდეს მათი ტანჯვა: „კიდევ ვიძახით, ვთხოვთ, ვეხვეწებით, რომ ნუ გვაიძულებენ, ისევ დავბრუნდეთ იქ, სადაც 19 დღე ვიყავით. ძალიან რეალური ეჭვი გვაქვს იმის, რომ ისევ ყველაფერი ჭიანურდება, არ გვეუბნებიან კონკრეტულ დროს. შესწორებას რამდენი ხანი სჭირდება, რომ პროტოკოლის საბოლოო სახე დასრულდეს, გადაეცეს საბჭოს შესამოწმებლად, შემდეგ მინისტრს დასამტკიცებლად, ამასაც წელავენ, აღარ დამთავრდა, დავიღალეთ, წელიწადი და 8 თვე გვესმის უახლოესი დღეები, უახლოესი დღეები. ჩვენი ნერვებით თამაშობენ", - თქვა ბეგიაშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა