2 ივნისის აქციაზე დაკავებულს ცემის ფაქტზე შესაძლოა გამოძიება დაიწყოს

სულ ნახვები : 181
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„მინიმუმ სამი მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ჰქონდა ადგილი“ - ამის შესახებ უფლებადამცველმა გიორგი მშვენიერაძემ დღეს, 5 ივნისს განაცხადა. მისი თქმით, საქმე ეხება 2 ივნისის აქციაზე დაკავებული ერთ-ერთი  მოქალაქის ცემის ფაქტს.

მშვენიერაძის თქმით, საქმეზე ინფორმაციას ფლობს სახალხო დამცველიც.

„აღნიშნულის შესახებ, მისმა წარმომადგენლებმა ინახულეს დაკავებულებიც და აქვთ ინფორმაცია, რომ ერთ-ერთ დაკავებულს ფიზიკურად გაუსწორდა პოლიცია. 

მოვითხოვთ საქმის გამოძიებას, რადგანაც მინიმუმ სამი მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ჰქონდა ადგილი, ესენია სიტყვის თავისუფლების ხელშეშლა სამსახურებრივი პოზიციის გამოყენებით, შეკრება-მანიფესტაციის ხელშეშლა სამსახურებრივი პოზიციის გამოყენებით და ყველასთვის ხილული უკანონო დაკავება, რაც ასევე წარმოადგენს დანაშაულებრივ სტატუსს. 

ჩვენ ამისთვის მივმართავთ როგორც პროკურატურას, ასევე ნაწილ დანაშაულებთან დაკავშირებით მივმართავთ დამოუკიდებელ საგამოძიებო მექანიზმს“, - განაცხადა მშვენიერაძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა