ევაკუაციის გამო 2 ივნისს დაკავებულთა სასამართლო პროცესები გადაიდო

სულ ნახვები : 190
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

თბილისის სასამართლოში გამოცხადებული ევაკუაციის გამო  2 ივნისს დაკავებულთა სასამართლო პროცესები გაურკვეველი დროით  გადაიდო. 

როგორც   Cnews-ს იურისტმა ედუარდ მარიკაშვილმა განუცხადა, სასამართლოში მათი დოკუმენტები მიტანილი იყო.  

„დოკუმენტები იყო სასამართლოში შეტანილი და მოლოდინი გვქონდა,  რომ იქნებოდა პროცესი, თუმცა ჩანიშნული არ ყოფილა. წესით, უნდა გამართულიყო პროცესი, მაგრამ გამოცხადებული ევაკუაციის გამო, ჯერ არ ვიცით, როდის გაიმართება პროცესები“, - განაუცხადა Cnews-ს მარიკაშვილმა. 

შეგახსენებთ, 2 ივნისს დაკავებული აქტივისტების მიმართ შსს-მ იზოლატორში მოთავსების  მაქსიმალური  ვადა-48 საათი გამოიყენა, შემდეგ კი დაკავებულები სასამართლო პროცესის გარეშე გამოუშვა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა