ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ევაკუაცია გამოცხადდა

სულ ნახვები : 216
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების შემდეგ ევაკუაცია ქუთაისის საქალაქო სასამართლოში   გამოცხადდა.  ამჯერადაც მიზეზი ანონიმური შეტყობინება გახდა. 

ადვოკატების თქმით,   სასამართლო პროცესის დროს  მოსამართლემ გამოაცხადა, რომ დარბაზი უნდა დაეტოვებინათ. მოგვიანებით კი შეიტყვეს, რომ სასამართლოს ელექტრონულ ფოსტაზე შესული იყო შეტყობინება, რომ მოხდებოდა სასამართლოს შენობის აფეთქება. 

ადგილზე საპატრულო პოლიცია და ექსპერტები ამ დრომდე მუშაობენ.

 დღეს ევაკუაცია რამდენიმე შენობაში გამოცხადდა, მათ შორის საგანმანათლებლო დაწესებულებსა და სასამართლოებში.


Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

რეგიონი ► Მეტის ნახვა