რა მნიშვნელობა აქვს ვინ იქნება - შოთა ხაბარელი რუსი მოციგურავეების საქართველოს სახელით ასპარეზობაზე

სულ ნახვები : 242
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

პარლამენტის დეპუტატ, უმრავლესობის წარმომადგენელ შოთა ხაბარელისთვის, მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ქვეყნის მოქალაქე იქნება სპორტსმენი, თუ ის საქართველოს სახელით რომელიმე სპორტულ შეჯიბრში მიიღებს მონაწილეობას.

მისი თქმით, ძალიან კარგად ესმის, რომ რუსი მოციგურავეები დიანა დევისი და გლებ სმოლკინი, რომლებსაც სურთ საქართველოს სახელით, ფიგურული სრიალის ჩემპიონატში მიიღონ მონაწილეობა, დასანქცირებულები არიან საერთაშორისო სანქციებით. 

„სპორტი გავმიჯნოთ მოდით რა პოლიტიკისგან და თუ სურვილი აქვს, რომ ჩვენი სახელით გამოვიდეს და ჩვენი დროშა ააფრიალოს, როდესაც ქართულ დროშას ააფრიალებს რა მნიშვნელობა აქვს ეს ვინ იქნება, როდესაც დროშას ააფრიალებს და ჰიმნს გააჟღერებს?

მესმის, რომ ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლები არიან, მაგრამ ორდესაც ის უარს ამბობს საკუთარ მოქალაქეობაზე და გადადის სხვა ქვეყნის მოქალაქეობაზე, ანუ უარყოფს მის პოლიტიკას“, - განაცხადა მან. 

რაც შეეხება კითხვას, მისთვის რამდენად მნიშვნელობა აქვს იმას, რომ რუსეთი უკრაინას თავს დაესხა და ახლა მეგობარი ქვეყანა, ოკუპანტის შემოტევებს იგერიებს აცხადებს - „რა მნიშვნელობა არის ომი არის, თუ რა არის?“.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა
სპორტი ► Მეტის ნახვა