ევაკუაცია გამოცხადდა -ქუთაისის, ზუგდიდის, ბათუმის, სენაკის, გურჯააანის, გორისა და მცხეთის სასამართლოებში

სულ ნახვები : 774
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შეტყობინებები რეგიონების სასამართლოებმაც მიიღეს. ევაკუაცია გამოცხადდა ქუთაისის, ზუგდიდის, ბათუმის, სენაკის, გურჯაანის, გორისა და მცხეთის სასამართლოებში. იგივე მოხდა თბილისის სამივე ინსტანციის სასამართლოშიც. ევაკუაცია მიმდინარეობს კასპის იუსტიციის სახლშიც.

არსებული ინფორმაციით, შეტყობინებები ელექტრონული ფოსტით იგზავნება. სასამართლოების შენობებში შესაბამისი უწყებები მუშაობენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. 

დილით ევაკუაცია გამოცხადდა თბილისის ბრიტანულ- ქართულ აკადემიაში და სკოლა „ლოგოსში“. სასწავლო დაწესებულებების ადმინისტრაციებმა  მეილზე შეტყობინება მიიღეს ტერიტორიაზე ბომბის არსებობის შესახებ. ადგილზე შესაბამისი სამსახურები მივიდნენ,. სკოლის ტერიტორიაზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობა არ დადასტურდა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

რეგიონი ► Მეტის ნახვა