არ უნდა უჭერდნენ მხარს, საქართველოს და უკრაინის ოკუპაციას - ხატია დეკანოიძე რუს მოციგურავეებზე
...
„როდესაც საქართველოს მოქალაქეობა ენიჭებათ იმ მოქალაქეებს ვინც ასპარეზობდა რუსტის სახელით, ეს შეიძლება გახდეს პრობლემატური“ - ასე ეხმიანება პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, ხატია დეკანოიძე, რუსი მოციგურავეების საქართველოს სახელით ასპარეზობას.
დეკანოიძის განმარტებით, მსგავს შემთხვევაში ადამიანი სულ მცირე ანტიპუტინისტური განწყობის მქონე უნდა იყოს და ღიად ემიჯნებოდეს საქართველოსა და უკრაინის ოკუპაციას.
„აქვე უნდა დავძინოთ ისიც, რომ ეს ადამიანების უნდა იყვნენ მკვეთრად გამოხატული ანტი პუტინისტები და ანტი რაშისტები, რაც გულისხმობს იმას, რომ ისინი არ უნდა უჭერდნენ მხარს, საქართველოს და უკრაინის ოკუპაციას“, - განაცხადა დეკანოიძემ.