საბავშვო ბაღებთან დაკავშირებით,მუნიციპალიტეტები შეძლებენ სადავეების საკუთარ ხელში აღებას - თამარ მახარაშვილი

სულ ნახვები : 286
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა განათლების კომიტეტში ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციისპროცესისმიმდინარეობისშესახებისაუბრა. 

თამარ მახარაშვილმა დეტალურად ისაუბრა მუნციპალიტეტების როლზე საბავშვო ბაღებთან დაკავშირებით. მან აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტები უკვე აქტიურად არიან ჩართულები მიმდინარე პროცესებში და  „2030 წლისთვის ისინი შეძლებენ სადავეების საკუთარ ხელში აღებას“.

მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა იმაზე, თუ რა როლი ექნებათ საბავშვო ბაღებთან და  რას გააკეთებენ მუნიციპალიტეტები?  

„მუნციპალიტეტი ითანხმებს საბავშვო ბაღების თვითშეფასებას; ავტორიზაციის პროცესში ის მიავლენს თავის თანამშრომელს, იბარებს ექსპერეტების მიერ მიღებულ დასკვნას; იღებს [ავტორიზაციის] საბჭოს სხდომაზე მოწვევას, სარგებლობს სათათბირო ხმის უფლებით და ითანხმებს 30%-ით გაზრდილი ოდენობისთვის მომსახურების გაწევის შემთხვევებს; უფლებამოსილია მის მიერ დაფუძნებული დაწესებულების ავტორიზაციის შეწყვეტის/შეჩერებისან უარის თქმის შემთხვევაში აღნიშნულ დაწესებულებაში რეგისტრირებული/ჩარიცხული ბავშვები ერთჯერადად გადაანაწილოს სხვა დაწესებულებაში. ანუ მუნიციპალიტეტი არის პატრონი, ადვოკატი მის არეალში არსებული ბაღების და იცის, სად, რა ვითარება და პრობლემაა“, - აღნიშნა თამარ მახარაშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

განათლება ► მეცნიერება ► Მეტის ნახვა