წარმოუდგენელია, 70 000 დოლარის ოდენობის ჰონორარი - მამუკა მდინარაძე ელენე ხოშტარიაზე

სულ ნახვები : 462
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

წარმოუდგენელია, 70 000 დოლარის ოდენობის ჰონორარზე საუბარი. შეურაცხმყოფელია, რომ ეს ვერსია ელენე ხოშტარიამ საზოგადოებას "შეასაღოს" , - ამის შესახებ  საპარლამენტო ფრაქციის "ქართული ოცნება" თავმჯდომარე აცხადებს, რითაც  „რუსთავი 2“-ის ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმად, „დროას“ ლიდერს ელენე ხოშტარიას  რუსეთიდან 22 მაისს 2 მილიონ ნახევარზე მეტი რუსული რუბლი ჩაერიცხა.

"სხვებს რომ ანალოგიურ ჰონორარად 300, 500 ან 1000 დოლარი ერიცხებათ ხოლმე და მაინცდამაინც ხოშტარიების ოჯახს 70 000 დოლარი, აქ რასთან გვაქვს საქმე, ამაზე უნდა ვიმსჯელოთ. ამის შემდეგ გავაგრძელოთ მსჯელობა, უხერხულია თუ არა, მორალურად სწორია თუ არა.

რამდენად დამაჯერებელია, რომ ეს არის ჰონორარი? ჩემი აზრით, წარმოუდგენელი და შეურაცხმყოფელია, საზოგადოებას შეასაღო ის ლოგიკა, რომ საქმე გვაქვს რაიმე სახის ჰონორართან. არ შეიძლება იყოს მსგავსი რაოდენობის ჰონორარი ამ კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე“, - აცხადებს მდინარაძე.

შეგახსენებთ, რომ „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, "დროას" ლიდერის, ელენე ხოშტარიას ოჯახს, რუსეთიდან 22 მაისს 2 მილიონ ნახევარზე მეტი რუსული რუბლი ჩაერიცხა.

საერთო ჯამში კი, 2021 წლიდან, ხოშტარიების ოჯახის მიერ მიღებული თანხა 5 მილიონ 279 ათასი რუბლია. ბოლო 3 წლის განმავლობაში, ტრანზაქცია რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან 7-ჯერ განხორციელდა. ხოლო ბოლოს მიღებული თანხა რამდენჯერმე მეტია წინა წლების ჩარიცხვებთან შედარებით.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა