საგამოძიებო მოქმედებები „კაზინო აჭარაში“ - რას აცხადებს საგამოძიებო სამსახური?

სულ ნახვები : 284
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური „კაზინო აჭარაში“ განხორციელებულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს ერთ-ერთი სამორინეს ხელმძღვანელი პირების მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების შესაძლო ფაქტებზე. 

უწყების განმარტებით, დანაშაული  გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე და 218-ე მუხლებით.

„გამოძიების ფარგლებში, საქმის ვითარების გასარკვევად საჭირო გარემოებების დადგენისა და ფაქტობრივი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამორინეში ამჟამად მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

„საზოგადობრივი ინტერესის გათვალისწინებით, საგამოძიებო სამსახურის მიერ, პერიოდულად მოხდება საზოგადოების ინფორმირება მიმდინარე გამოძიების შესახებ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა