ყველა მისი განცხადება დაფინანსებულია უცხოეთიდან - შალვა პაპუაშვილი ელენე ხოშტარიაზე

სულ ნახვები : 272
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

უნიკალური შემთხვევა არის ელენე ხოშტარია, რომელიც ფინანსდება რუსული, არარუსული წყაროებიდან, ყველა მისი განცხადება დაფინანსებულია უცხოეთიდან , – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტების კითხვის პასუხად  განაცხადა.

მისი  თქმით, ხოშტარიას ფუნქციაა,  ისტერია მოაწყოს სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. 

„მის მიმართ ნდობა ხალხში,  რა თქმა უნდა, არ არსებობს. ერთადერთი რაც მას აქვს, ეს არის ის, რომ ისტერია მოაწყოს სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ, სულ მცირე ალბათ 10-მდე ბრიფინგი აქვს ჩატარებული, სადაც საქართველოს აბრალებდა, რომ აქ სანქციების გვერდის ავლა ხდებოდა. ტყუილს თხზავდა პირდაპირ ეთერში საქართველოს წინააღმდეგ და შესაბამისად, ეს არის მისი ფუნქცია, სხვა არაფერი, გარდა იმისა, რომ სიყალბე, დეზინფორმაცია შემოიტანოს ქართულ პოლიტიკაში. ის სხვადასხვა წყაროდან ფინანსდება უცხოეთიდან, სხვადასხვა ქვეყნიდან. პირდაპირ, ყველა მისი განცხადება დაფინანსებულია უცხოეთიდან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, „რუსთავი2“-ის ინფორმაციით, ელენე ხოშტარიას ოჯახს რუსეთიდან 22 მაისს 2.5 მილიონზე მეტი რუსული რუბლი ჩაერიცხა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა