რესტორანი „რეტრო“ 30 ათასი ლარით დაჯარიმდა

სულ ნახვები : 422
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

რესტორანი „რეტრო“ 30 ათასი ლარით დაჯარიმდა, - ამის შესახებ შრომის ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელმა, ბექა ფერაძემ განაცხადა.

„კომპანია დაჯარიმდა 30 ათასი ლარის ოდენობით. ასევე, შევისწავლეთ როგორც აჭარის, ასევე თბილისის რეგიონში არსებული, ჯამში კომპანიის 3 ობიექტი. უფლებრივი მდგომარეობის შესწავლასთან ერთად შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო, კომპანიას შეუჩერდა საქმიანობის პროცესი. გარდა ამისა, დაევალა, რომ ყველა ის დანაკლისი, რომელიც წლების განმავლობაში თანამშრომლებს ჰქონდათ, ვგულისხმობ, როგორც ზეგანეკვუთეთური შრომის ანაზღაურებას, თუ სხვადასხვა კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლების რეალიზებას, აანაზღაუროს და კუთვნილი თანხობრივი ოდენობით მისცეს დასაქმებულ ადამიანებს“,- განაცხადა ფერაძემ.

შეგახსენებთ, რესტორან “რეტროს” ერთ-ერთმა თანამშრომელმა სოციალურ ქსელში ვიდეოჩანაწერი გაავრცელა, სადაც რესტორნის მფლობელი თანამშრომელს ხელს კრავს და დაწესებულებიდან აგდებს. მისივე ინფორმაციით, რესტორნის მფლობელმა, თეიმურაზ ვარშანიძემ თანამშრომელზე ფიზიკური ძალადობა ქუჩაშიც გააგრძელა. 

ვარშანიძეს ბრალად ძალადობა ედება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეომასალის საფუძველზე დაიწყო.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა