ირაკლი ღარიბაშვილი ავსტრიის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის რესპუბლიკების პარლამენტის თავმჯდომარეებს შეხვდა

სულ ნახვები : 198
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ავსტრიის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს, ვოლფგანგ სობოტკას, ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს, მარკეტა პერაკოვა-ადამოვას და სლოვაკეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს, ბორის კოლარს შეხვდა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და ავსტრიის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის რესპუბლიკებს შორის მეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობის ფართო სპექტრი მიმოიხილეს. ხაზი გაესვა, რომ ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერების ხელშეწყობის პარალელურად, მნიშვნელოვანია, რომ „სლავკოვის ფორმატის” ფარგლებში აღნიშნული ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეები საქართველოს ეწვივნენ, რაც მათი მხარდაჭერის დემონსტრირებაა.

მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ ქვეყნების პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა დაეხმარება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ ეტაპებზე.

ყურადღება დაეთმო იმ ფაქტს, რომ საქართველო წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსის მინიჭების მოლოდინშია და ქვეყანა ინკლუზიურად, თანმიმდევრულად და გამჭვირვალედ ასრულებს 12 პრიორიტეტს. ითქვა, რომ საქართველო რჩება ევროკავშირის საიმედო პარტნიორად და უსაფრთხოების მოკავშირედ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსის მიღებას, რაც თავისთავად შეამცირებს პოლარიზაციას და ხელს შეუწყობს ქვეყნის სტაბილურ განვითარებას.

საუბარი შეეხო ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებს.

ყურადღება დაეთმო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას. მთავრობის მეთაურმა ავსტრიის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის რესპუბლიკების პარლამენტის თავმჯდომარეებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისა და არაღიარების პოლიტიკისთვის მადლობა გადაუხადა. აღინიშნა მათი წვლილი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას სტუმართა მხრიდან ესწრებოდნენ ავსტრიის, ჩეხეთის და სლოვაკეთის რესპუბლიკების დელეგაციების წევრები და საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები საქართველოში, ხოლო საქართველოს მხრიდან – საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე.

ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა