ძალიან გამაღიზიანა ირაკლი ღარიბაშვილის ზოგიერთმა საჯარო განცხადებამ - გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე

სულ ნახვები : 351
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი ბრატისლავაში ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლას გამოეხმაურა და თქვა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიზეზი რუსული იმპერიალიზმი და კოლონიალიზმია.

როთმა ჟურნალისტებთან საქართველოს პრემიერმინისტრის საჯარო განცხადებები შეაფასა და თქვა, რომ ღარიბაშვილი რუსულ ნარატივს ავრცელებს.

"ნამდვილად ძალიან გამაღიზიანა თქვენი პრემიერმინისტრის ზოგიერთმა საჯარო განცხადებამ. არ მესმის, რატომ უნდა გაავრცელოს რუსული ნარატივი პოლიტიკოსმა, რომელსაც სჯერა თავისი ქვეყნის ევროპული მომავლის. გთხოვთ, არ გაავრცელოთ ეს ნარატივები. რუსული იმპერიალიზმი და კოლონიალიზმი არის იმის მიზეზი, რატომ დაესხა თავს პუტინი და რუსული არმია თავისუფალ, სუვერენულ და დამოუკიდებელ დემოკრატიას უკრაინაში. რუსულ ჯარებს ასევე ოკუპირებული აქვთ საქართველოს 20% და ეს იმის გამო არ მომხდარა, რომ NATO-მ და დასავლეთმა მოახდინეს პროვოცირება. თავისუფალი ქვეყნების, უკრაინისა და საქართველოს არჩევანი იყო განაცხადები შეეტანათ NATO-სა და ევროკავშირის წევრობაზე"- თქვა როთმა.

გერმანელი პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ რუსეთთან ფრენების აღდგენა ჭკვიანური გადაწყვეტილება არ იყო და ამბობს, რომ ახლა მნიშვნელოვანი ევროკავშირის გზის გაგრძელებაა.

"ფრენების აღდგენა ნამდვილად არ იყო ჭკვიანური გადაწყვეტილება და სტრატეგია. ჩემი გზავნილი ნათელია: საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ემხრობა თავისუფლებას, დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, ევროპულ ღირებულებებს და ამიტომ სძულთ აქ ხალხს რუსული ავტორიტარული რეჟიმი. მათ არ სძულთ რუსები, მაგრამ სძულთ პუტინი, ეს ავტორიტარული რეჟიმი, რომელმაც დააბრუნა ომი, ტკივილი ევროპაში. რუსები ყოველდღე კლავენ ადამიანებს, ადგილი აქვთ ადამიანის უფლებების საშინელ დარღვევას. ამიტომ, ჭკვიანური არ არის ამ ორაზროვანი სტრატეგია დამყარება. მნიშვნელოვანია ევროკავშირისკენ გზის გაგრძელება, რაც თქვენი ხალხის მოლოდინია"- თქვა როთმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა