შემოვიდა შეტყობინება, რომ შენობაში შეიძლება იყოს ასაფეთქებელი ნივთიერება - თბილისი ცენტრალის დირექტორი

სულ ნახვები : 438
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

"შემოვიდა შეტყობინება, რომ შენობაში შეიძლება იყოს ასაფეთქებელი ნივთიერება", - ამის შესახებ "თბილისი ცენტრალის" დირექტორი, ლევან ყარალაშვილი საუბრობს. მისი თქმით, სავაჭრო ცენტრის ხელმძღვანელობამ ელექტროულ ფოსტაზე გამაფრთხილებელი შეტყობინება დაახლოებით 18:00 საათზე მიიღო.

''შეტყობინება შემოვიდა დღის 6 საათზე, ელექტრონული ფოსტით, რომ შენობაში შეიძლება იყოს განთავსებული ასაფეთქებელი ნივთიერება. ჩვენ გვაქვს გაწერილი პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც მოხდა ყველა ობიექტის ინფორმირება. შენობის ევაკუაცია და დღეს დღეობით შენობა არის დაკეტილი. რა თქმა უნდა შესაბამისი შეტყობინება გავაგზავნეთ შინაგან საქმეთა სამინისტროში და ველოდებით რეაგირებას.''- აცხადებს ლევან ყარალაშვილი.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა