უკრაინის არმიას ბახმუტის მიმართულებით წარმატება აქვს, იკავებს დომინანტ სიმაღლეებს - ანა მალიარი

სულ ნახვები : 179
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

უკრაინის არმიას ბახმუტის მიმართულებით წარმატება აქვს, იკავებს დომინანტ სიმაღლეებს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი ავრცელებს.

„ჩვენ ვაგრძელებთ 2022 წლის 24 თებერვალს დაწყებულ თავდაცვას. თავდაცვითი ოპერაცია მოიცავს ყველაფერს, მათ შორის კონტრშეტევით მოქმედებებსაც. ამიტომ ზოგიერთი მიმართულებით ჩვენ შეტევით მოქმედებებზე გადავდივართ. კერძოდ, საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრად რჩება ბახმუტის მიმართულება. იქ ჩვენ ფართო ფრონტით ვმოძრაობთ. გვაქვს წარმატება. ვიკავებთ დომინანტ სიმაღლეებს. მტერი თავდაცვაშია, სურს პოზიციების შენარჩუნება“, – აღნიშნავს მინისტრის მოადგილე.

ანა მალიარის თქმით, სწორედ ბახმუტთან მარცხის გამო რუსული მხარე უკრაინის კონტრშეტევის დაწყების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.

მალიარის ცნობით, სამხრეთით გრძელდება ადგილობრივი მნიშვნელობის შეტაკებები.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

კონფლიქტები ► Მეტის ნახვა