ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მოსკოვიდან პირველ რეისს საპროტესტო აქციით ხვდებიან

სულ ნახვები : 290
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

 ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები და სამოქალაქო აქტივისტები მოსკოვი-ქუთაისის რეისს აპროტესტებენ. ნაციონალური მოძრაობის ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლის თემურ ცამციშვილის განცხადებით, მათთვის მიუღებელია „ქართული ოცნების“ პრორუსულ პოლიტიკა.

“პირველი რეისი 2 ივნისს იყო დაგეგმილი, მაგრამ ავიაკომპანიამ ვერ შეასრულა რეისი ლოჯისტიკური პრობლემების გამო, მომსახურე კომპანია არ ჰყავდათ და შემდეგ უკვე გადაწიეს 15-16 ივნისისთვის და ვაპირებდით ჩვენ აქციის ჩატარებას, მაგრამ როგორც დღეს მოგვაწოდეს ინფორმაცია, დღეს დაეშვება პირველი რეისი და შესაბამისად აქ ვართ. არ ვაპირებთ შევეგუოთ ამ ყველაფერს, ტურიზმის წინააღმდეგი არავინ არ არის, მაგრამ აქ საუბარია ოკუპაციაზე და “ქართული ოცნების” პოლიტიკაზე. ის, რაც ახლა ამ ქვეყანაში ხდება, არ შეიცავს დამოუკიდებელი სახელმწიფოს ნიშნებს და ვაპროტესტებთ ამას. უნდა იცოდეს “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ, რომ ყველგან, სადაც ჩვენ საშუალება გვექნება, ყველგან გავაპროტესტებთ მსგავს ქმედებებს” - განაცხადა თემურ ცამციშვილმა. მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვის რეისს რუსული ავიაკომპანია Red Wings ასრულებს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა