ირაკლი ღარიბაშვილმა არჩევანი გააკეთა, არ მგონია ის ქართველების ნებას ასახავდეს - პავილიონისი

სულ ნახვები : 347
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ღარიბაშვილმა არჩევანი გააკეთა, არ მგონია ის ქართველების ნებას ასახავდეს - განაცხადა ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ჟიგიმანტას პავილიონისმა სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში. 

 "ომი დაიწყო და კითხვა ისმის ასე: "ვის მხარეს ხართ?!" - საქართველოს მთავრობა. თქვენი პრემიერი პირადად მე მესხმოდა თავს პლენარულ სესიაზე, მაშინ როცა მე ვარ საქართველოს ერთ-ერთი მეგობარი. არა მხოლოდ პრემიერი, არამედ ქართული ოცნების სხვა წარმომადგენლებიც საქართველოს ყველა მეგობარს ესხმიან თავს. არ ვიცი რა საჭიროა ეს ყველაფერი... პრემიერი აკრიტიკებს ჩვენს გადაწყვეტილებებს და სასანქციო პოლიტიკას, რაც მას აახლოებს რუსეთთან და უნგრეთთან. არ მომწონს ის, რაც განაცხადა თქვენმა პრემიერმა უნგრეთში ლიბერალურ ღირებულებებზე. როგორც ჩანს თქვენმა პრემიერმა არჩევანი უკვე გააკეთა და არ მგონია, რომ ეს არჩევანი ასახავს ქართველი ხალხის ნებას, არ ასახავს იმას, რაც წერია თქვენს კონსტიტუციაში. ზოგჯერ უფრო მეტად ვგრძნობ ქართველად თავს, ვიდრე თქვენი პრემიერმინისტრი - ვიბრძვი რა საქართველოს კუთვნილ ადგილისთვის NATO-ში და ევროკავშირში, მაგრამ ამისთვის პარტნიორი მჭირდება - სანდო პარტნიორი... ამისთვის მჭირდება მთავრობის ნდობა, მაგრამ დაიწყეს ჩვენზე თავდასხმა. დასავლეთზე თავდასხმით თქვენ [ქართული ოცნება] ძალიან დიდ სამსახურს უწევთ რუსეთს და ღალატობთ უკრაინელებს, რომლებიც კვდებიან ასევე საქართველოს თავისუფლებისთვის" - განაცხადა პავილიონისმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა