ხაბეიშვილის ვენდეტა გრძელდება - მელიას გუნდიდან გიორგი მუმლაძის გუნდამდე

სულ ნახვები : 3,186
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულ ორგანიზაციებში განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების მქონე პირების წმენდა გრძელდება. 

პარტიის ახალი ლიდერის ლევან ხაბეიშვილის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას გუნდის შემდგომ ჯერი, გიორგი მუმლაძის გუნდზე მიდგა, რომელიც პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში, ასევ იღებდა მონაწილეობას. 

მუმლაძის გუნდთან ანგარიშსწორება, წალენჯიხიდან დაიწყო. რამდენიმე დღის წინ, წალენჯიხის მერის, გია ხარჩილავას გადაწყვეტილებით, სამსახურის დატოვება მოუწია სოფელ ლიის რწმუნებულს, თამთა ფიფიას, მანამდე კი პრობლემები შეექმნათ ამავე მუნიციპალიტეტის, სოფელი ჯვრის ადმინისტრაციაში მომუშავე პირებს. 

აღნიშნულთან დაკავშირებით, რამდენიმე განცხადება გაკეთდა სოციალური ქსელების მეშვეობით, სამსახურებიდან გათავისუფლებული ადამიანების მიერ. 

საინფორმაციო სააგენტო CNews უფრო მეტი დეტალის გასარკვევად, გიორგი მუმლაძეს დაუკავშირდა და ჰკითხა, თუ როგორი იყო მისი პოზიცია ამ ყველაფერთან დაკავშირებით. 

მუმლაძის თქმით, ამ ეტაპზე ის დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს, მანამ, სანამ წალენჯიხაში თავად არ ჩავა და მდგომარეობას ადგილზე არ გაეცნობა, რაც შეეხება ზოგადად ფაქტს, ის ადასტურებს, რომ ეს ადამიანები არიან გარკვეული ანგარიშსწორების მსხვერპლნი. 

„გულწრფელი რომ ვიყო გეტყვით, რომ მე არ ვარიდებ ამ ამბავს თქვას, უბრალოდ მე და ჩემი მეგობრები ვაპირებთ წალენჯიხაში ჩასვლას და ამის შემდეგ შემიძლია დეტალებზე ვისაუბრო, ჩვენც სოციალური ქსელიდან გავიგეთ ეს ყველაფერი, როცა ყველაფერი მეცოდინება მე მექნება ჩემი პოზიცია. 

ზოგადად ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენი, გულწრფელი  ბრძოლა რასაც ემსახურება, 2003 წლის ვარდების რევოლუციის იდეები რაც არის და ევროინტეგრაციის გზა რაც არის, ბუნებრივია ამოსავალი წერტილი არის ის, რომ უსამართლოდ არავინ არ უნდა დაიჩაგროს და სამართალმა უნდა იზეიმოს“, - განაცხადა მუმლაძემ CNews-თან საუბრისას. 

პარტიაში მიმდინარე შიდა პროცესებთან დაკავშირებით, დღეს, 12 ივნისს საჯარო ლაივ ჩართვაში ისაუბრა, სოფელი ჯვარის რწმუნებულმა ირაკლი ხარჩილავამ და კონკრეტული სახელები და გვარები გააჟღერა, რომელთა შორის სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორის, ზაზა გოროზიას სახელი და გვარი ფიგურირებს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა