ფოფხაძე: მიხეილ სააკაშვილი რომ ჩამოვიდეს, რუსთაველი მისი მომხრეებით გადაიჭედება

სულ ნახვები : 31,786
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

მიხეილ სააკაშვილი რომ ჩამოვიდეს ახლა საქართველოში,  რუსთაველი მისი მომხრეებით გადაიჭედება,  - ამის შესახებ პოლიტიკოსმა გედევან ფოფხაძემ CNews-ს განუცხადა.

მისი თქმით, ოცნების 9-წლიანი  მმართველობის შემდეგ მიხეილ სააკაშვილთან პრეტენზიები აღარ აქვს.

„ვინ უფრო მეტადაა დამნაშავე სააკაშვილი, თუ ამ სისტემის ესა თუ ის ჩინოვნიკი, ჩემთვის ეს უკვე ძალიან პირობითი გახდა. „ქართული ოცნების“ პერიოდში ხელისუფლებაში  ცალ-ცალი კალოშით  მოვიდა ხალხი და მილიონები იშოვა.  უკვე მორალურად  აღარ მაქვს ის პოზიცია, რაც 2012 წელს მქონდა მიხეილ სააკაშვილის მიმართ“, - განაცხადა ფოფხაძემ.

მისი თქმით, ამჟამად ხელისუფლებაში კორუფციაა.

„დღეს ვხედავ ძალიან დიდ კორუფციას ხელისუფლებაში,  ამის ფონზე ისევ სააკაშვილზე ლაპარაკი, რომ მას არ აქვს პოლიტიკაში მონაწილეობის უფლება, უადგილოა. სააკაშვილი რომ ჩამოვიდეს ახლა საქართველოში, მგონია, რომ რუსთაველი გადაიჭედება  მისი  მომხრეებით“, - განუცხადა ფოფხაძემ სააგენტოს.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ საკაშვილმა განაცხადა, რომმ თვითმმართველობის არჩევნებამდე საქართველოში ჩამოვა.

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები