საქართველო ოკუპანტი რუსეთისათვის ღვინის პირველი მიმწოდებელი გახდა - რუსული მედია

სულ ნახვები : 209
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

2023 წლის იანვარ-მაისის შედეგების მიხედვით, საქართველო რუსეთისთვის  ღვინოების მიწოდებით პირველ ადგილზე გავიდა. ამის შესახებ რუსული გაზეთი კომერსანტი წერს. 

აპრილში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველომ გადაუსწრო  ესპანეთს და გახდა რუსეთის ღვინის მეორე მიმწოდებელი. ახლა საქართველო იტალიასაც უსწრებს და ოკუპანტებისათვის პირველი მიმწოდებელი ქვეყანაა.  

საბაჟო მონაცემებით, მიმდინარე წლის ხუთ თვეში საქართველოდან რუსეთში 24,15 მილიონი ლიტრი ღვინო შემოვიდა, იტალიიდან კი 23,36 მილიონი ლიტრი. 

წლის განმავლობაში საქართველოდან იმპორტი 63%-ით გაიზარდა, იტალიიდან - 31%-ით. შედეგად, საქართველოს წილმა მოცულობით 19,1%-ს მიაღწია, ხოლო იტალიისამ - 18,5%-ს. 

ღვინის სავაჭრო კომპანია Fort-ის აღმასრულებელი დირექტორი ალექსანდრე ლიპილინი ამბობს, რომ იმპორტმა საქართველოდან 2022 წლის ბოლოს დაიწყო ზრდა გადახდისა და ლოგისტიკის პრობლემების არარსებობის გამო.


Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა