მაღაროელები პარლამენტთან აქციას 16:00 საათზე განაახლებენ

სულ ნახვები : 213
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ჭიათურელი მაღაროელები საპროტესტო აქციას საქართველოს პარლამენტის წინ, დღეს, 20 ივნისს 16:00 საათზე განაახლებენ. 

მათი მთავარი მოთხოვნა უცვლელი რჩება, შეხვედრა „ჯორჯია მანგანეზის“ წარმომადგენლებთან და ხელფასების ზრდა.

მაღაროელები უკვე ერთ კვირაზე მეტია აქციებს მართავენ, რამდენიმე მათგანმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და თვალები და პირი ამოიკერა. 

ცნობისთვის, კომპანიამ მაღაროელებს ხელფასების 5%-იანი ზრდა შესთავაზა, თუმცა მაღაროელები აღნიშნულზე უარს აცხადებენ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა