ჩვენმა გუნდმა აიღო პასუხისმგებლობა სახელმწიფო ინსტიტუტის დაცვაზე - ანა ბუჩუკური „გავრილოვის ღამეზე“

სულ ნახვები : 232
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ჩვენმა გუნდმა პირველი დღიდან აიღო პასუხისმგებლობა სახელმწიფო ინსტიტუტის დაცვაზე და ეს ასე გაგრძელდება, -  აცხადებს „გავრილოვის ღამიდან“  4 წლის თავზე  პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატი  ანა  ბუჩუკური. 

 მისი თქმით, პარტიის ლიდერი გიორგი გახარია ნებისმიერი მთავრობის პირობებში მზადაა გამოძიებასთან ითანამშრომლოს.

„ჩვენმა გუნდმა პირველი დღიდან აიღო პასუხისმგებლობა  სახელმწიფო  ინსტიტუტის დაცვაზე და ეს ასე გაგრძელდება.  პერსონალურად გიორგი გახარია არასდროს გაურბოდა კითხვებზე პასუხის  გაცემას, მაშინაც,  როდესაც ის იყო უმაღლეს პოლირტიკურ თანამდებობაზე.  ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში,  ნებისმიერ გამოძიებასთან იქნება  მაქსიმალური თანამშრომლობა“, - განაცხადა ბუჩუკურმა.

მისი თქმით,  გახარიას გუნდი ეწინააღმდეგებოდა  20- 21 ივნისის მოვლენების ამნისტირებას, რის შედეგად დაუსჯელი დარჩნენ დამნაშავეები. 

“ჩვენი გუნდი იყო ერთადერთი, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ამნისტიას, რომელსაც მხარი დაუჭირა ძალიან ბევრმა  პოლიტიკურმა პარტიამ და „ქართულმა  ოცნებამ“ ფაქტობრივად იმუნიტეტის მანტია შემოსა ადამიანებს, რომლებსაც პასუხი უნდა ეგოთ იმაზე, რაც მოხდა 4 წლის წინ“, - განაცხადა ბუჩუკურმა. 

გავრილოვის ღამიდან 4 წელი გავიდა.  იმდროინდელი შს მინისტრი გიორგი გახარია ამ დრომდე არაფერს  ამბობს, იყო თუ არა ჩართული ბიძინა ივანიშვილი მომიტინგეების დარბევის გადაწყვეტილების მიღებაში. 

შეგახსენებთ, 2019 წლის 20-21 ივნისის ღამეს საქართველოს ხელისუფლებამ მშვიდობიანი დემონსტრანტები წყლის ჭავლის, რაკეტისებრი და რეზინის ტყვიების და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალა.

აქციის მონაწილეები რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოში ვიზიტს და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან სხდომის რუსულ ენაზე წაყვანის მცდელობას აპროტესტებდნენ.   

 სპეცრაზმელები დემონსტრანტების  მიზანმიმართულ დევნასა და დამიზნებით სროლას  ახდენდნენ. ისინი ესროდნენ როგორც რიგით მოქალაქეებს, ასევე ჟურნალისტებს, რომლებიც მოვლენებს აშუქებდნენ.  ამ მოვლენებისას დააკავეს აქციის 300-ზე მეტი მონაწილე. კლინიკაში გადაიყვანეს 240 ადამიანი, დაშავდა 38 ჟურნალისტი.  დაშავებულებს შორის მოხვდა 80 პოლიციელი. რამდენიმე მოქალაქემ, მათ შორის მაკო გომურმა, გიორგი სულაშვილმა, კობა ლეთოდიანმა ტყვიის შედეგად თვალი დაკარგეს.

 ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დააკავეს ოპოზიციური პარტიის ლიდერი ნიკა მელია, რომლის გათავისუფლება საერთაშორისო პარტნიორობის ჩართულობით მოხდა. გავრილოვის ღამეს მოყვა პოლიტიკური სპექტრის პოლარიზაცია, „შარლ მიშელის“ შეთანხმება და 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული ამნისტიის მიღება.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა