როგორ შევარჩიოთ ავზი რემონტის პროცესში - რჩევა გალერეა დემასისგან

სულ ნახვები : 1,899
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

სახლის რემონტი ერთი დიდი ამაღელვებელი პროცესია, რომელიც სავსეა როგორც სიხარულითა და წარმატების შეგრძნებით, ასევე ბევრი საპასუხისმგებლო მომენტით, სადაც მართებული გადაწყვეტილების მიღებაა საჭირო. რემონტის ერთ-ერთი ასეთი ეტაპი სააბაზანო ოთახის მოწყობა და აღჭურვაა, სადაც უამრავი დეტალი უნდა გავითვალისწინოთ.

მათ შორის, ძალიან მნიშვნელოვანია უშუალოდ ტუალეტის ნაწილი და მისი შემადგენელი კომპონენტების შერჩევა.

სწორედ ამიტომ, ამ ბლოგში ჩასაშენებელი ავზის შესახებ ვისაუბრებთ და გასწავლით, თუ რას უნდა მიაქციოთ ყურადღება, როდესაც თქვენი სველი წერტილისთვის ავზს არჩევთ.

- ჩასაშენებელი ავზი.

* როდესაც საუბარი ტრადიციულ ტუალეტსა და უნიტაზზეა, მისი ავზი უნიტაზის თასის  უკან მდებარეობს. რაც შეეხება ჩასაშენებელ უნიტაზს, მისი ავზი აბაზანის კედლის უკან  არის დამალული და თვალისათვის უხილავია. თანამედროვე სააბაზანო ოთახის დეკორის შექმნისას, მინიმალიზმი არის ის, რაც იმარჯვებს. შესაბამისად, ჩასაშენებელი ავზი უფრო და უფრო პოპულარული ხდება.

- ზომა

* ერთი შეხედვით, შესაძლოა ვერც იფიქროთ, რომ ჩასაშენებელი ავზის დადგმა და მოწყობა ისეთივე მარტივია, როგორც ტრადიციულის, თუმცა გარწმუნებთ, ეს ნამდვილად ასეა. მთავარია, ავზის დამონტაჟებამდე გაითვალისწინოთ თავად ავზის ზომა და მოცულობა. თავად ავზი, შესაძლოა წარმოუდგენლად თხელი იყოს და შესაბამისად, ძალიან კედლის თხელ ტიხრებშიც კი მოთავსდეს. თუმცა, ამ შემთხვევაშიც კი, გასათვალისწინებელია თავად უნიტაზის ტიპი - კედელზე დაკიდებული უნიტაზი გაქვთ, თუ კედელზე მიდგმული.

- ჩარჩო.

აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებით მაშინ, როცა კედელზე დაკიდებულ ან მიდგმულ უნიტაზზეა საუბარი, ყოველთვის ვიყენებთ ავზის კედელზე დასამაგრებელ სპეციალურ ჩარჩოს, რათა მილებს, ავზსა და თავად მომხმარებლის დატვირთვას წარმატებით

გაუძლოს.  ასეთ დროს, უნდა დარწმუნდეთ, რომ ავზის ჩარჩოს ზომები ემთხვევა და მიესადაგება კედლის ტიხრის ზომებს. ჩასაშენებელი ავზის ჩარჩოს ზომა, როგორც წესი, 0.85, ან 1.2- მეტრის სიმაღლისა და 160-200-მილიმეტრის სიღრმისაა. მაშინ, როცა არსებობს უფრო თხელი ჩარჩოებიც, რომლებიც 80-მილიმეტრ სიღრმესაც კი გვთავაზობს განსაკუთრებით თხელი ავზის მოსათავსებლად. მახასიათებლები ჩასაშენებელი ავზის მახასიათებლები თავიანთი ტექნიკური ასპექტების გამო, მათ პოპულარულობას განაპირობებენ. ეს გასაკვირი სულაც არ არის, ვინაიდან მომწოდებელ ბრენდებს ტუალეტის მოწყობილობების გამოყენებადობა და ეფექტურობა უფრო და უფრო მაღალ დონეზე აჰყავთ.

მათ შორის: ორმაგი ჩარეცხვა, ორმაგი ჩარეცხვის ტექნოლოგია განსაკუთრებით საჭირო ფუნქციაა დღეს, როცა ეკომეგობრულობასა და ბუნებრივი რესურსების დაზოგვას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ამ ფუნქციის წყალობით, შესაძლებელია დავზოგოთ წყალი და საჭიროებისამებრ გამოვიყენოთ ჩვენს ხელთარსებული რესურსი.

- ესთეტიკა.

* მაშინ, როცა სააბაზანო ოთახის მოწყობის ტრენდები ხშირად იცვლება, არსებობს ისეთი დეტალები, რომლებიც მუდამ აქტუალურია. მაგალითად, მსგავსი დეტალია მინიმალიზმი. ცნობილი ფრაზა "Less is more" პირდაპირ მიესადაგება ჩასაშენებელი ავზის იდეას. მსგავსი ავზი, პირველ რიგში, კარგი გამოსავალია პატარა ფართობის მქონე სივრცეებისთვის, რომელიც ისედაც გადატვირთული შეიძლება მოგვეჩვენოს. გარდა ამისა, ჩასაშენებელი ავზი საშუალებას გვაძლევს მეტი აქცენტი გავაკეთოთ ტექსტურების, ფერებისა და თავად კედლის დიზაინზე. სწორედ ამიტომაც არის, რომ 5 - ვარსკვლავიანი სასტუმროების არჩევანი, უმეტესად, სწორედ ჩასაშენებელი ავზის გამოყენებაა.

- დაბალი ხმა.

თავდაპირველად, შესაძლოა იფიქროთ, რომ ჩასაშენებელი ავზი წმინდად ესთეტიკური თვალსაზრისითაა მომგებიანი, თუმცა ამასთან ერთად, ძალიან დიდი უპირატესობა არის ის, რომ კედელში მოთავსებული ავზი ავსებისა და დაცლისას მინიმალურ ხმას

გამოსცემს. აქვე გეტყვით იმასაც, რომ იმისათვის, რომ ავზის ხმა საერთოდ გააქრონ, ზოგჯერ კედლის ტიხრებში ხმის იზოლაციასაც კი აკეთებენ, რათა ავზის სრულ სიჩუმეს მიაღწიონ.

- მოვლა

* ალბათ, უკვე მსგავსი ავზის მოვლა-შენარჩუნებასთან დაკავშირებული საკითხებიც გაინტერესებთ. სასიხარულო ამბავია ის, რომ ჩასაშენებელი ავზის მოვლა და პირვანდელი უნაკლო მდგომარეობის შენარჩუნება ძალიან მარტივია. მთავარია,

რემონტის იმ ეტაპზე, როცა ავზი უნდა დამონტაჟდეს, მწარმოებლის მიერ გაცემული ყველა რეკომენდაცია ზედმიწევნით შეასრულოთ და თქვენს ავზს წლების განმავლობაში არაფერი დაემუქრება.


- სად შევიძინო ავზი?

ჩასაშენებელიუნიტაზის ავზის შეძენა დღეს პრობლემას აღარ წარმოადგენს, თუმცა როცა ხარისხს ვანიჭებთუპირატესობას, გადამწყვეტია ვიცოდეთ სად შევიძინოთ ესა თუ ის პროდუქტი. როცა საქმემაღალი ხარისხის სანტექნიკას ეხება, გარდაუვალი პასუხის " გალერეა დემასი& quot;, რომელიც უკვე მრავალი წელია წამყვანი ევროპული ბრენდების პროდუქციით ამარაგებსსაქართველოს ბაზარს. დემასის შოურუმში შეხვდებით ისეთი ცნობილი მწარმოებლების ავზებს,როგორიცაა Geberit, Grohe, Alcaplast და სხვა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

ეკონომიკა ► ბიზნესი ► Მეტის ნახვა
სოცმედია ► Მეტის ნახვა