ბაიდენი: პუტინმა ომი წააგო და უკრაინა ნატოში იქნება

სულ ნახვები : 330
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ომის დროს უკრაინის ნატოში გაწევრიანება შეუძლებელია, მაგრამ ის  იქნება ალიანსში. ამის შესახებ  მან  13 ივლისს ჰელსინკში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„არავის შეუძლია შეუერთდეს ნატოს, სანამ ომი მიმდინარეობს,  რადგან ეს გამოიწვევს  ჩვენ ომში ჩართვას,  მესამე მსოფლიო ომში ყოფნას“- განმარტა  მან.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ ახლა საკითხავი ის კი არ არის, გახდება თუ არა უკრაინა ნატოს წევრი, არამედ ის, როდის გახდება იგი წევრი. 

ბაიდენმა ასევე თქვა, რომ "პუტინმა უკვე წააგო ომი" და ახლა აქვს "ნამდვილი პრობლემა: როგორ უნდა წავიდეს აქედან, რა უნდა გააკეთოს". „მას შეუძლია ხვალ დაასრულოს ომი, შეუძლია უბრალოდ თქვას: მე მივდივარ... არ არსებობს გზა, რომ მან მოიგოს ომი უკრაინაში“, - თვლის აშშ-ის პრეზიდენტი.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა