ევროდეპუტატები საქართველოს მთავრობას სააკაშვილის ევროპაში სამკურნალოდ გადაყვანისკენ მოუწოდებენ

სულ ნახვები : 292
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ევროდეპუტატები საქართველოს მთავრობას სააკაშვილის ევროპაში სამკურნალოდ გადაყვანისკენ მოუწოდებენ. ამის შესახებ ევრო პარლამენტარების მიერ მიწერილ წერილშია ნათქვამი, რომელიც Cnews-ს წყარომ მიაწოდა.

‘’ბ-ნი სააკაშვილის შემაშფოთებელი ჯანმრთელობის  მდგომარეობის  გათვალისწინებით, ჩვენ, ევროპარლამენტის ქვემორე ხელმომწერი წევრები, სასწრაფოდ მოგიწოდებთ, მხარი დაუჭიროთ ერთადერთ თანამგრძნობ, მორალურად სამართლიან და ქმედით გადაწყვეტილებას: ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის გადაყვანას ევროკავშირის ერთ-ერთ წევრ სახელმწიფოში, სადაც მას შეუძლია მიიღოს საჭირო და შესაბამისი სამედიცინო დახმარება’’- ნათქვამია წერილში.

დოკუმენტი საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარისა და პრემიერ-მინისტრის სახელზეა ადრესირებული.

‘’ჩვენ, ევროპარლამენტის წევრები, ვწერთ, რომ გამოვხატოთ ჩვენი ღრმა შეშფოთება ინტერნეტ სასამართლო სხდომიდან შემაშფოთებელი ვიზუალური მტკიცებულებების გავრცელებასთან დაკავშირებით, რომელიც ცალსახად ასახავს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილი სააკაშვილის  ჯანმრთელობის სწრაფ და მძიმე გაუარესებას. აშკარაა, რომ ბატონი სააკაშვილის ამჟამინდელი მდგომარეობა ღრმად შემაშფოთებელია, პოტენციალით შესაძლოა დადგეს  საშინელი შედეგები და ადამიანის სიცოცხლის დაკარგვა. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ მისი ამჟამინდელი სამედიცინო ღონისძიებები არც უზრუნველყოფს და არც ხელს უწყობს მის სწრაფ აღდგენას’’- აღნიშნულია ევროპარლამენტარების წერილში.

წერილს, რომელიც 12 ივლისით არის დათარიღებული ხელს ათობით ევროდეპუტატი აწერს, მათ შორის:

პეტრას აუშტრევიჩიუსი,

იერჟი ბუზეკი,

რეინჰარდ ჰანი, 

ვიტოლდ იან ვაშჩიკოვსკი,

პიტერ პოლაკი,

მიშელ რივასი

მირიამ ლექსმანი,

რადოსლავ სიკორსკი

ფრედერიკ რისი

მარიან-ჟან მარინესკუ

სერგეი ლაგოდინსკი

ურმას პაეტი,

ანდრიუს კუბილიუსი.  და ა.შ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა