NATO-ს ლანძღვა მთავრობის მეთაურის მხრიდან იყო პოლიტიკური გაფორმება იმისა, რომ NATO-ში გაწევრიანება აღარ წარმოადგენს საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტს - გიორგი კანდელაკი

სულ ნახვები : 254
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„შეუძლებელია, რომ პოლიტიკური ფიგურა ლანძღავდეს NATO-ს, რომელიც არის ევროპაში მშვიდობის გარანტი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ,“ - განაცხადა გიორგი კანდელაკმა ტვ პირველის ეთერში.

კანდელაკის თქმით, პრემიერ ღარიბაშვილის მხრიდან NATO-ს დადანაშაულებამ უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით, განაპირობა ის, რომ საქართველოს ვილნიუსში მთავრობის პირველი პირი არ წარმოადგენდა.

"NATO-ს ლანძღვა მთავრობის მეთაურის მხრიდან იყო პოლიტიკური გაფორმება იმისა, რომ NATO-ში გაწევრიანება აღარ წარმოადგენს საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტს... შეუძლებელია ლანძღავდე ისტორიაში ყველაზე წარმატებულ ალიანსს, შეუძლებელია იმეორებდე რუსულ პროპაგანდას და უკრაინაში მიმდინარე ომის NATO-ში დაბრალება, არის რუსული პროპაგანდა და შემდეგ იმედი გქონდეს,რომ ეს ალიანსი მიგიწვევს, ხელს ჩამოგართმევს, სურათებს გადაიღებს და იმიტაციაში შემოგყვება, რომ გაასულელო ქვეყნის შიგნით საზოგადოება და პარტნიორები, თითქოს, ისევ რაღაც რეფორმები მიდის,“ - ამბობს კანდელაკი.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა