ნაყარნუყარა პრორუსული დაჯგუფებების გარდა, დღეს „ქართულ ოცნებას“ მოკავშირე არ ჰყავს-რომან გოცირიძე

სულ ნახვები : 320
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ნაყარნუყარა პრორუსული დაჯგუფებების გარდა, დღეს „ქართულ ოცნებას“ მოკავშირე არ ჰყავს, – ამის შესახებ საპარლამენტო ჯგუფის „ევროოპტიმისტების“ წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა სემინარზე არ ისურვეს ოიპოზიციასთან ერთად დასხდომა. 

„ხვალ კაჭრეთში, რევოლუციის მოსახდენ სემინარზე მივდივართ, სადაც ძირითადი საკითხი პარლამენტის რეგლამენტის სრულყოფაა, მაგრამ ეს არის შენიღბვის ფორმა, სინამდვილეში საუბარი იქნება არა პარლამენტის რეგლამენტზე, არამედ როგორ დავამხოთ რუსული ხელისუფლება. 18-19 ივლისის სემინარზე მიწვეული არიან დეპუტატები. რა თქმა უნდა, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები მოვლენ, თუმცა უმრავლესობა არც ახლა იკადრებს ოპოზიციასთან ერთად მუშაობას, რაც მით უარესი მათთვის, რეგლამენტის ნაცვლად, რევოლუციაზე ვისაუბრებთ. იმდენი ჭკუაც არ ჰყოფნით, რომ ოპოზიციონერი დეპუტატები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მარტო არ დაგვტოვონ. ერთადერთი კეთროვანი პოლიტიკური ორგანიზაცია „ქართული ოცნებაა“, ვისაც მართლა არავინ უნდა გაეკაროს და სემინარზეც მასთან არავინ დაჯდეს. ნაყარნუყარა პრორუსული დაჯგუფებების გარდა, დღეს „ქართულ ოცნებას“ მოკავშირე არ ჰყავს“, – განაცხადა  გოცირიძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა